თეგი: უსაფრთხოების გარანტიები

ცნობილია, როდის წარმოადგენს კიევი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრი ერმაკის განცხადებით, პირველი დოკუმენტი უკრაინის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების შესახებ, აგვისტოს ბოლოს იქნება წარმოდგენილი. საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფში მუშაობა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე გრძელდება. „რაც შეეხება ჩვენი ჯგუფის მუშაობას [NATO-ს ყოფილ გენერალურ მდივანთან, ანდერს ფოგ] რასმუსენთან, პირველ დოკუმენტზე, უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ პირველ რეკომენდაციებზე მუშაობა მიმდინარეობს. რასმუსენი და ერმაკი უხელმძღვანელებენ საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ წინადადებებს წარადგენს „ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი გამოჩნდება მოკლე დროში“, - განაცხადა ერმაკმა. „უკრაინას უნდა ჰქონდეს მკაფიო, იურიდიულად შესასრულებელი გარანტიები. დროთა განმავლობაში ჯგუფს შეუერთდებიან ახალი ექსპერტები, ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე შევძლებთ კონკრეტულ შედეგებზე საუბარს“, - დაამატა ანდრი ერმაკმა.

ერმაკი: დროა, ჩვენმა პარტნიორებმა გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგან უკრაინის შემდგომი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი, რომელსაც თანათავმჯდომარეობენ პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრი ერმაკი და NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი, რეკომენდაციებზე მუშაობას ასრულებს. ერმაკის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ოცნება გეგმად იქცევა. „ჩვენ შევდივართ ამ სასტიკი ომის ახალ ფაზაში. ფრონტზე განვითარებული მოვლენების ფონზე, დროა, ჩვენმა პარტნიორებმა გადადგან ახალი გადამწყვეტი ნაბიჯები უკრაინის შემდგომი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.   რასმუსენი და ერმაკი უხელმძღვანელებენ საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ წინადადებებს წარადგენს ამ გარანტიებმა უნდა შექმნას უსაფრთხოების ახალი წესრიგი ევროპის კონტინენტზე და თავიდან აიცილოს ახალი ომი მის შუაგულში“, - აღნიშნა ერმაკმა. მისი თქმით, ჯგუფის წევრების ერთობლივი ძალისხმევით, ორ თვეზე ნაკლებ დროში შემუშავდა რეკომენდაციების ყოვლისმომცველი პროექტი. ერმაკი: ომის შემდეგ უკრაინა უნდა გახდეს ცენტრი, რომლის ირგვლივაც ჩამოყალიბდება ევროპის უსაფრთხოების სისტემა „ეს დოკუმენტი მოიცავს გარანტიების ფართო სპექტრს: სამხედრო, ეკონომიკურ, პოლიტიკურ სანქციებს. როგორც კი საბოლოო ვერსია მომზადდება, დოკუმენტი დასამტკიცებლად გადაეცემა უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის“, - აღნიშნა იერმაკმა. უსაფრთხოების სამომავლო გარანტიები უნდა გახდეს იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტების ნაწილი, კერძოდ, უკრაინასა და გარანტორ ქვეყნებს შორის ხელშეკრულებები, ხაზგასმით აღნიშნა ერმაკმა. გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ თურქეთის ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებში ყოფილი მინისტრი ვოლკან ბოზკირი ჯგუფს ახალი წევრის რანგაში შეუერთდა.  

ანდრი ერმაკმა და ანდერს ფოგ რასმუსენმა კიევში, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რეკომენდაციები წარადგინეს

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი იერმაკმა და NATO-ს ყოფილმა  გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა დღეს კიევში უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რეკომენდაციები წარადგინეს. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი: შვიდი ქვეყანა მზადაა, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი რეკომენდაციებში არის მოწოდებას კიევის უსაფრთხოების ხელშეკრულების შექმნის შესახებ - ერთობლივი დოკუმენტს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელიც გააერთიანებს უკრაინასა და გარანტორ ქვეყნებს.  რეკომენდაციები:    უკრაინის უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტია არის მისი უნარი, დაიცვას თავი აგრესორისგან გაეროს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად. ამისთვის უკრაინას სჭირდება რესურსები ძლიერი შეიარაღებული ძალების შესანარჩუნებლად, რომელსაც შეუძლია დაუპირისპირდეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს და სხვა გასამხედროებულ ფორმირებებს. - ეს მოითხოვს მრავალწლიან სტაბილურ ინვესტიციებს უკრაინის თავდაცვისა და სამრეწველო ბაზაში, იარაღის ფართომასშტაბიან გადაცემას და მოკავშირეების დაზვერვის მხარდაჭერას, ინტენსიურ სასწავლო მისიებს და ერთობლივ წვრთნებს ევროკავშირისა და NATO-ს ეგიდით.    უსაფრთხოების გარანტიები უნდა იყოს დამადასტურებელი და მკაფიოდ ჩამოყალიბებული; ისინი ასახავს უკრაინასთან ერთად გარანტორთა ჯგუფის მიერ აღებულ მთელ რიგ ვალდებულებებს. გარანტიები უნდა იყოს პოლიტიკურად და იურიდიულად სავალდებულო ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე, მაგრამ გაერთიანებული ერთობლივი სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის ფარგლებში, სახელწოდებით „კიევის უსაფრთხოების ხელშეკრულება“. ხელშეკრულება გააერთიანებს მოკავშირე ქვეყნების ძირითად ჯგუფს და უკრაინას. გარანტორ სახელმწიფოთა ჯგუფი შეიძლება გახდეს აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, პოლონეთი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი, ავსტრალია, თურქეთი, ასევე ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები.   გარანტიების პაკეტი შეიცავს როგორც სამხედრო, ფინანსური, ინფრასტრუქტურული, ტექნიკური და საინფორმაციო ხასიათის პრევენციულ ზომებს ახალი აგრესიის თავიდან ასაცილებლად, ასევე ზომებს, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ახალი ხელყოფის შემთხვევაში. გარდა ამისა, კიევის უსაფრთხოების ხელშეკრულების სტრუქტურა ითვალისწინებს სრულფასოვან სანქციების პაკეტს აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ და ასევე შეიძლება შეიცავდეს დამატებით კომპონენტებს, როგორიცაა შეთანხმებები უკრაინის თანამედროვე საჰაერო თავდაცვის/რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებით უზრუნველყოფის შესახებ, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების რეგიონული შეთანხმებები და ა.შ.    უსაფრთხოების გარანტიები არ ცვლის უკრაინის ნატოში გაწევრიანების სურვილს. ეს მისწრაფება დაფიქსირებულია უკრაინის კონსტიტუციაში და არის უკრაინის სუვერენული გადაწყვეტილება. ასევე, უკრაინა ევროკავშირის წევრობის გზაზეა და გაწევრიანების შემდეგ მას შეეძლება გამოიყენოს ორმხრივი თავდაცვის შესახებ დებულებები. ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის უსაფრთხოებას გრძელვადიან პერსპექტივაში. დღეს მოყვანილი გარანტიები არანაირად არ არღვევს ამ მიზანს, მაგრამ მიზნად ისახავს უკრაინისთვის, შეიარაღებული თავდასხმის ან აგრესიის შეკავების შესაძლებლობის მიცემას, ხოლო თავდასხმის შემთხვევაში, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების დაცვას ნებისმიერ პირობებში. „როდესაც ეს ომი დასრულდება, ჩვენ უნდა შევქმნათ გარანტია, რომ რუსეთი ვეღარასოდეს შეიჭრას უკრაინაში. ამის საუკეთესო საშუალებაა, რომ უკრაინას ჰქონდეს მნიშვნელოვანი სამხედრო ძალა, რომლითაც რუსეთის ნებისმიერ სამომავლო თავდასხმას გაუმკლავდება“, - განაცხადა ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა.  

ლიეტუვისა და ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების კონცეფციას გაეცნენ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ლიეტუვისა და ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებს გაბრიელიუს ლანდსბერგისსა და საიმონ კოვენის აცნობა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების კონცეფციის შესახებ. ამის შესახებ უკრაინელმა მინისტრმა ოდესაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „გაბრიელიუსი და სიმონი გახდნენ პირველი საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებსაც მე დეტალურად ვაცნობე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების კონცეფციის შესახებ, რომელიც გუშინ კიევში წარმოადგინა ერმაკ-რასმუსენის ჯგუფმა“, - განაცხადა კულებამ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის უახლოესი მეგობრების მხარდაჭერის იმედი გამოთქვა. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი იერმაკმა და NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა დღეს კიევში უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რეკომენდაციები წარადგინეს.  

უკრაინა და აშშ უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებებს იწყებენ

ანდრი ერმაკმა განაცხადა, რომ უკრაინა და აშშ უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებებს მომავალ კვირას დაიწყებენ. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ეს გარანტიები ძალაში იქნება, ვიდრე უკრაინა NATO-ს წევრი გახდება, რაც უსაფრთხოების ყველაზე საიმედო გარანტიაა. „ვიდრე ჩვენს ქვეყანაში ომი გრძელდება და ჩვენჯერ არ შეგვიძლია ალიანსში შესვლა, ჩვენს სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს სანდო გარანტიები გარდამავალი პერიოდისთვის," - განაცხადა ერმაკმა. მისი თქმით, G7-ის დეკლარაციას უკვე შეუერთდა ათზე მეტი ქვეყანა და თითქმის ყოველ კვირას უერთდებიან ახალი ქვეყნები. ერმაკის თქმით, უსაფრთხოების გარანტიები მნიშვნელოვანი წინაპირობაა თემების, რეგიონების და მთელი უკრაინის აღდგენისა და განვითარებისათვის. ვილნიუსის სამიტზე ცნობილი გახდა, რომ უკრაინა NATO-ში წევრობის სამოქმედო გეგმის გარეშე გაწევრიანდება. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. რა ფორმულირებებით აისახა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში რა წერია ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში რუსეთთან და მის „მოკავშირეებთან“ დაკავშირებით რა პოზიცია აქვს აშშ-ს კიევისთვის MAP-ის მოხსნაზე და რას ასახელებს პრიორიტეტად ვაშინგტონი

უკრაინამ და კანადამ უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებები დაიწყეს

უკრაინამ და კანადამ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყეს. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრი იერმაკმა  გააკეთა. მოლაპარაკებებს ერმაკი უწევს კოორდინაციას. მისი თქმით, მოლაპარაკებების პირველი რაუნდი უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ იგორ ჟოვკვამ გამართა. კანადა გახდა G7-ის მესამე ქვეყანა შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ, რომლებთანაც უკრაინამ შესაბამისი მოლაპარაკებები დაიწყო. „უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები უნდა იყოს ეფექტიანი და გახდეს გარდამავალი ეტაპი ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების გზაზე, რაც დღეს უსაფრთხოების ერთადერთი ყველაზე საიმედო გარანტიაა,“ - აღნიშნა იერმაკმა. ცნობისთვის, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 12 ივლისს ვილნიუსში გამართულ NATO-ს სამიტის ფარგლებში უკრაინის მხარდაჭერის დეკლარაცია მიიღეს. ვილნიუსის სამიტზე მიღებული ეს დეკლერაცია წარმოადგენს ჩარჩო დოკუმენტს მომავალი „უსაფრთხოების გარანტიებისთვის.“ G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.  

უკრაინამ ევროკავშირთან უსაფრთხოების ვალდებულებების შესახებ კონსულტაციები დაიწყო

უკრაინამ უსაფრთხოების მომავალ ვალდებულებთან დაკავშირებით, ევროკავშირთან კონსულტაციები დაიწყო. უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამის ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. უსაფრთხოების გარანტიების შესახებ კონსულტაციების პირველი რაუნდი უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ევროპული საგარეო მოქმედებების სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე, შარლ ფრისთან დაიწყო. კონსულტაციების დროს მხარეებმა ევროკავშირის უსაფრთხოების სამომავლო გარანტიების მიმართ ხედვები გაცვალეს და აქცენტი უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე გააკეთეს. იგორ ჟოვკვამ აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება თავისთავად იქნება უკრაინისა და მთლიანად ევროპული საზოგადოების უსაფრთხოების მძლავრი გარანტია. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა 13 ნოემბერს განაცხადა, რომ დეკემბერში ევროკავშირი კიევში მისიას გაგზავნის, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების ვალდებულებების შესახებ ევროკავშირის წინადადებებს წარადგენს.  11-12 ივლისს ვილნიუსში NATO-ს სამიტი გაიმართა. დიდი შვიდეულის ჯგუფის (G7) ქვეყნების ლიდერები უკრაინის მხარდაჭერის ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმდნენ. უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დეკლარაციას ამ დრომდე 30-მდე ქვეყანა შეუერთდა.  G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, კანადასთან და სხვა ევროპულ ქვეყნებთან, მათ შორის, იტალიასთან ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.  

აშშ-მ და უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებების ორი რაუნდი გამართეს

შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების განსახილველად მეორე შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკმა უკრაინის ეკონომიკური აღდგენის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის პენი პრიცკერთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საჭიროა უსაფრთხოების გარანტიების ერთგვარი ჩარჩო, რომლის უზრუნველყოფაც ვაშინგტონს კიევისთვის სურს. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა, რომელიც პარასკევს კიევში ვიზიტით ჩავიდა, მოლაპარაკებები გამართეს და უსაფრთხოების თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ამასთან, უკრაინა და ლიეტუვის რესპუბლიკა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე მუშაობას იწყებენ. ცნობისთვის, 11-12 ივლისს ვილნიუსში NATO-ს სამიტი გაიმართა. დიდი შვიდეულის ჯგუფის (G7) ქვეყნების ლიდერები უკრაინის მხარდაჭერის ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმდნენ. G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და კანადასთან ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.